ფორმულა ნიუსის ინფორმაციით, ისან-სამგორის მეცხრე განყოფილებაში ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მასთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში გადაიყვანეს.
განყოფილების თანამშრომლებმა ფორმულას კითხვებს არ უპასუხეს. ფორმულანიუსი შსს-ს პრესცენტრს დაუკავშირდა, თუმცა მათგან ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიგვიღია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1351-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ისევ 1092-ია.